სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის და სიკეთის მაგალითია. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის განმტკიცებაში და ტრადიციების შენარჩუნებაში. ათწლეულების მანძილზე, საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით და მომავლის რწმენით ავსებდა. პატრიარქის ფასეულობებისადმი ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.
ჯუმბერ ტყებუჩავა,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე