2026 წლის 23 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისიწნებული იყო ორი საკითხის განხილვა: 1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატო ხუბუა. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.