2026 წლის 18 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის 70 წლის იუბილე მიულოცეს.
სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აიდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.
საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია.