2026 წლის 27 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შეიტანეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა. საკრებულოს ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 29 იანვარს, 11 საათზე.