2025 წლის 5 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 28 ნოემბერს შემოსული სენაკის მუნიციპალიტეტის უსახელო ქუჩის მოსახლეობის განცხადების (სარეგისტრაციო N19/41253321-41) განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 1 დეკემბერს რეგისტრირებული სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ელიზბარ ოდიშარიას მოხსენებითი ბარათის (სარეგისტრაციო N19/41253354) განხილვის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მშვიდობის ქუჩის III შესახვევის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. 2. ორივე საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია. სხდომის დაწყებამდე, კომისიის თავმჯდომარემ გიორგი შომახიამ და საკრებულოს მთავარმა სპეციალისტმა იურიდიულ საკითხებში ბადრი ძაგამიამ ადგილზე დაათვალიერეს განცახდებაში მითითებული ქუჩები.