2025 წლის 21 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სენაკის საფეხბურთო კლუბის” მიერ 2025 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და შეაფასეს. კომისიის წევრებმა, აღნიშნული ა(ა)იპ-ების პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.