2025 წლის 19-20 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. განხილვაში, ა(ა)იპ-ის ხელმღვანელები და მერიის სამსახურების უფროსები მონაწილეობდნენ. სხდომის საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია.