2025 წლის 13 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი.