2025 წლის 7 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთი: სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი იყო, თანამომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია იყო.