2025 წლის 5 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ხუთი საკითხის განხილვა: ,,1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 5 ნოემბრის რიიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე. 2.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე. 3.,,სენკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – საბა ოდიშარიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. 5.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის გ-41. 41253034 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თობაზე. ხუთივე საკითზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა.