ცხელი ხაზი:

მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომა

2025 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა.

მერვე მოწვევის საკრებულო 33 წევრისაგან შედგება, მათ შორის 18 მაჟორიტარი და  15 პროპორციული წესით არჩეული წევრია. აქედან 32 მანდატი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო 1 პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“. სხდომას საკრებულოს 32 წევრი ესწრებოდა.

დღევანდელი საკრებულოს სხდომა გახსნა სენაკის N64 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე შუშანიამ, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ბადრი შარტავა გაუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

საკრებულომ სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე სცნო საკრებულოს 33 წევრის უფლებამოსილება.

 სხდომაზე გაიმართა საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები, რომლის ჩატარება ხმისდამთვლელმა დროებითმა კომისიამ უზრუნველყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობებზე ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით, არჩეულ იქნენ:

1.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ – ჯუმბერ ტყებუჩავა;

2.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – ლევან უჩანეიშვილი;

3.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ – მანანა გვიჩია;

4.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ – გიგა წურწუმია;

  1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ირაკლი კალანდარიშვილი;
  2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი კალანდარიშვილი;
  3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ინგა ქარდავა;
  4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი შომახია;
  5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი ხურცია.

საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

სხდომამ ცნობად მიიღო ინფორმაცია ფრაქციებისქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს და ,,ხალხის ძალის“ შექმნის შესახებ.

ფრაქცია ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე-ზაზა ნაჭყებია,

ფრაქცია ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარე- ლევანი ჯინორია.

 

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის საკრებულოს

ელექტრონული პეტიცია

ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

განათლება და მეცნიერება

საჯარო და კერძო სტრუქტურები

სასარგებლო ბმულები

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content