2025 წლის 22 სექტემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა უძღვებოდა დღის წესრიგის მიხედვით გათვალისიწნებული იყო ორი საკითხის განხილვა. ა.(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის მიერ 2025 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის“ დირექტორ, ლევან ტყებუჩავა. ა.(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ მიერ 2025 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, ა.(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორის მ/შ, ნათია ეჯიბია.