2025 წლის 27 აგვისტოს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო შვიდი საკითხის განხილვა:
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 2025 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია.
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხისათვის ,,სოხუმის ჩიხის“ სახელის მინიჭების თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია.
სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასების თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი.
ა(ა)იპ “სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”-ს 2025 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა.
ა.(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების 2025 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია.