2025 წლის 21 ივლისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა. სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისიწნებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2025 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია.