2024 წლის 22 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ექვსი საკითხის განხილვა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია. სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან“ დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე“. მომხსენებელი იყო, სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი. ა.(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ მიერ 2024 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის – „სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შენიშვნების გათვალისწინების მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი.