2024 წლის 21 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სხდომას, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2024 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ცნობათ მიღების თაობაზე.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ, ეკატერინე კიზირია.