2024 წლის 19 და 20 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხებისა და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივი სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია.