
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოში მდებარე ქუჩის სახელდების შესახებ.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 44.04.21.806 სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია.

ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“-ს მიერ 2024 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.

მომხსენებელი იყო, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისცენტრის“ დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე.

მდგრადი განვითარების მიზნების სენაკის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი“.