2024 წლის 18 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია. სხდომას, საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია უძღვებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ ტურიზმის განვითარების კუთხით 2024 წლის I, II და III კვარტლაში გაწული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის ცნობად მიღების თაობაზე. მომხსენებელი იყო, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ ჯანაშია. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 44/04.21.806 სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. მომხსნებელი იყო, საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია.