2024 წლის 18 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიიოს სხდომა. სხდომას, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ მიერ 2024 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების გადაწყეტილებით, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ მიერ 2024 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობობა დადებითად შეფასდა.