სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო, აცხადებს საგრანტო კონკურსს ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“.
მიზანი – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა!
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:
კონკურსანტი უნდა იყოს რეგისტრირებული სენაკის მუნიციპალიტეტში;
უნდა ცხოვრობდეს სენაკის მუნიციპალიტეტში;
უნდა იყოს 18 წელს ზემოთ;
პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
თანხა – საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000( ხუთი ათას ლარს ) თითო განმცხადებელზე.
ბიუჯეტი გაიზარდა 5 ათასი ლარით და შეადგენს 15 000 ლარს.
ვადები
კონკურსი განაცხადების წარდგენაზე – გამოცხადება: 20/09/2024 წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20/10/2024 წ.
დაინტერესებულ პირთათბის საპროექტო განაცხადის და იდეის შევსებისთან დაკავშირებული კონსულტაცია 2.10.2024 წ.
გრანტის მიმღებთა შერჩევა და გამარჯვებულის გამოცხადება: 4/11/2024 წ.
გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმება: 7/11/2024 წ.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა შევსებული წინასწარი განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sakrebulo.senaki@gmail.com და თემის ველში მიუთითონ: საგრანტო კონკურსი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“.
2023 წელს საგრანტო კონკურის შედეგად დაფინანსდა 2 პროექტი.
კონკურსის შედეგად 2024 წელს გამოვლინდება სამი გამარჯვებული!