
2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ.

მომხსენებელი იყო, სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია.

,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი.

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი.

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.