
2024 წლის 18 ივნისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2024 წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით აუდიტის ანგარიშის მოსმენა.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი.