2024 წლის 29 მაისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო რვა საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი. 3. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. 5. შ.პ.ს. ,,სენაკის სამშობიარო სახლი”-ს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა. 6. ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“-ს მიერ 2023 წელს სასაფლაოების განყოფილების მოვლა-პატრონობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია. 7. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქოენბის მართვის სამსახურის, მიერ სენაკის მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე მცენარეთა მავნებლებისა (ფაროსანას) და ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია. 8. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა. წურწუმია“