2024 წლის 18 აპრილს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. შ.პ.ს. ,,სენაკის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანები”-ს მოსმენა და შეფასება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო, შ.პ.ს. ,,სენაკის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანები”-ს დირექტორი, ავთანდილ ლომია. კომისიის წევრება, შ.პ.ს. ,,სენაკის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანები”-ს 2023 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად დადებითად შეაფასეს. 2. შ.პ.ს. ,,სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” ანგარიშის მოსმენა და შეფასება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო, შ.პ.ს. ,,სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” დირექტორი, მურმან ბოჯგუა. სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყეტილებით, შ.პ.ს. ,,სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” 2023 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეფასდა.