2024 წლის 8 აპრილს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე“. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია. კომისიის წევრებმა, კომისიის სხდომის დაწყებამდე ობიექტი ადგილზე დაათვალიერეს. კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ საკითხს.