2024 წლის 3 აპრილს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეფასდა.