2024 წლის 25 მარტს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხის განხილვა. ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ ანგარიშის მოსმენა და შეფასება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ დირექტორი, ბადრი მამულია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის მოსმენა და შეფასება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ედიკა ბერაია. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის დაფინანსების ინიცირების მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტებთან შესაბამისობაში დადასტურებული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული წინადადებების მოწონების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ“. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია.
კომისიის სხდომაზე, დამსწრე კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყეტილებით, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრისა“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეფასდა.