2024 წლის 20 მარტს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, კომისიის დამსწრე წევრებმა მხარი დაუჭირეს.