2023 წლის 20 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია. საკრებულოს ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 27 ნოემბერს 11:00 საათზე.