ცხელი ხაზი:

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

📢დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა, რადგან ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,სენაკი საქართველოსთვის“ წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. ✍️სხდომაზე, უნდა განხილულიყო საკითხი, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“, სადაც უნდა გაზრდილიყო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ დამატებითი ღირებულების გადასახადი 312700 ლარით, შესაბამისად გაიზრდებოდა გადასახდელები. ✅სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შემდეგ, გათვალისწინებული იყო შემდეგი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება:
▶️ა(ა)იპ ,,ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრში“ აუტიზმის დიაგნოზის საბოლოო დასმისათვის ADOS-ის კვლევის ჩატარება;
▶️ბაგა-ბაღებისათვის 20 ტონა საწვავი მასალის (ბრიკეტი) შეძენა;
▶️27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა;
▶️ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის“ ბენეფიციართა სკრინინგისათვის (HCV-HIV-TB-C ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულიოზი) სუბსიდიის გამოყოფა;
▶️,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულის გამართვა;
▶️ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ კიკბოქსინგის სახეობის დამატება;
▶️ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ არსებული საკალათბურთო გუნდისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა;
▶️ა(ა)იპ ,,ხელოვნების ცენტრისთვის“ ინვენტარის შეძენა;
▶️ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში“ ამორტიზებული კარების შეცვლა;
▶️კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის საკრებულოს

ელექტრონული პეტიცია

ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

განათლება და მეცნიერება

საჯარო და კერძო სტრუქტურები

სასარგებლო ბმულები

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2023
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content