
2023 წლის 22 მაისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა.

სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია უძღვებოდა.

დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საკადასტრო კოდებით 44.02.26.511, 44.04.28.589, 44.05.24.455, 44.06.23.423, 44.10.25.210 სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას მომართა (07.04.23წ. N04-4023104-08) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ს/ კ 44.02.26.511, 44.04.28.589, 44.05.24.455, 44.06.23.423, 44.10.25.210 (ამბულატორიები) მათზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის“ გადაცემის, მათი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების და სახელმწიფო პროგრამის ,,სოფლის ექიმის“ განხორციელების მიზნით. მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია მის საკუთრებაში არსებული, ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 108- მუხლის შესაბამისად გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ“.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია.