2023 წლის 22 მარტს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია.